სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.