აშშ-ს აქვს მგრძნობიარე ბირთვული ტექნოლოგია უკრაინის შიგნით არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე და აფრთხილებს რუსეთს, არ შეეხოს მას, ნათქვამია წერილში, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა რუსეთის სახელმწიფო ატომურ ენერგეტიკულ ფირმას Rosatom-ს გაუგზავნა. წერილის შინაარსზე CNN წერს.
წერილი 2023 წლის 17 მარტით არის დათარიღებული.
რუსული ძალები აგრძელებენ ევროპაში უდიდეს ელექტროსადგურზე კონტროლს, რომელიც გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავა. სადგური ხშირად რეგიონში რუსული ინტენსიური დაბომბვის გამო, უკრაინის ელექტრო ქსელიდან ითიშებოდა, რაც მთელ ევროპაში აძლიერებს შიშს ბირთვული ავარიის შესახებ.
ქარხანას ფიზიკურად ჯერ კიდევ უკრაინელი პერსონალი მართავს.