მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია მოამზადა, რომელსაც ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ European Pravda მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის გამოყოფას, რომლის საერთო ღირებულება 15 მილიონ მოლდოვურ ლეის (3,04 მილიონი ევრო) აღემატება.
პაკეტში შედის როგორც პირადი ჰიგიენის საშუალებები (სარეცხის საპონი, პირსახოცი, პორტატული ტუალეტი), ასევე იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი განსახლების საშუალებებს (კარვები, ლეიბები, ბალიშები, თეთრეული, მობილური ელექტროსადგურები, სამედიცინო საშუალებები). ტრანსპორტირების ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან დაიფარება.