ბათუმის ეპარქიის გიმნაზია-პანსიონში 25  ბავშვს და 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ეპარქიის გიმნაზია-პანსიონში 25 ბავშვს და 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც Europetime-ს აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პანსიონატში ტესტირება რეგულარულად ტარდება და მოსწავლეებს და პედაგოგებს ვირუსი სხვადასხვა დღეს ჩატარებული ტესტირებისას გამოუვლინდათ და არა ერთ დღეს.

"პანსიონის თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში. განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები. დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი. აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში,1 ოჯახში. პანსიონში ჰიგიენური ნორმები დაცულია. შედარებით მაღალი რისკის მქონე კონტაქტები იზოლირებილი არიან. პედიატრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს უწყვეტი ზედამხედველობა; ბავშვებს და თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უგრძელდებათ თერმოსკრინინგი და გამოკვლევა/გამოკითხვა სიმტომების გამოვლენის თაობაზე.

პანსიონატში სასწავლო პროცესი ისედაც შეჩერებული იყო. ეს ბავშვი იქ ცხოვრებენ. ეს არის საპატრიარქოს პანსიონატი. სამინისტრომ პასუხისმგებლობა აიღო კოვიდკონტროლის კუთხით და მუდმივ ტესტირებას ატარებდა. ბოლო პერიოდში გამოვლინდა ინფიცირების რამდენმე შემთხვევა“, - განუცხადეს Europetime-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფქისირდა ასევე ბათუმის ორ სკოლაში. Covid-19 აღმოაჩნდა კერძო სკოლა ''ევრო 2000-ის'' პედაგოგს და ბათუმის მე-8 სკოლის მოსწავლეს. კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.