სამშაბათს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტთან და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან, ოთხსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ვიდეომასალაში ჩანს, რომ ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ოთხი გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოებში, ხოლო მეხუთე პირმა, რომელიც დაშავდა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე.
პარკინგის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია არაერთი ავტომანქანა.