დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Challenger 2-ის ტიპის 14 ტანკი საჩუქრად გადასცა. ტანკების გადაცემის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა გაავრცელა.

მისივე თანახმად, უკრაინელი ჯარისკაცები Challenger 2-ის გამოყენების მიზნით უკვე მოამზადეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინაში Challenger 2 ტიპის 14 ტანკის გადაცემის შესახებ იანვარში გამოაცხადა.