თერჯოლაში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.