რუსეთში, ეკატერინბურგში, დონის როსტოვსა და ულიანოვსკში - 18 აპრილს გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული ომის შესახებ, რუსი სამხედროების და მათი ნათესავების ჩივილების გამომხატველი ტექსტებია ასახული.
ტექსტებში საუბარია გამოუცდელი ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე გაგზავნასა და „საზარბაზნე ხორცად“ ქცევის შესახებ, ასევე დიდ ადამიანურ დანაკარგებზე.
მედიის ცნობით, ეკატერინბურგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტექსტები მას შემდეგ გავრცელდა, რაც უცნობმა პირებმა ჰაკერული გზით შეაღწიეს სარეკლამო სისტემაში. დანარჩენი ორი ქალაქის ხელმძღვანელობა მომხდარს არ გამოხმაურებია.