რუსეთის ჯანდაცვის განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ქვევარიანტი Arcturus-ი დაფიქსირდა.
Arcturus-ი ომიკრონის ქვევარიანტია და WHO-ს თანახმად ხელს უწყობს შემთხვევების ბოლოდროინდელ ზრდას ინდოეთში. მას შემდეგ ის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და 22 მარტს მონიტორინგის ქვეშ მყოფ ახალ ვარიანტად იქცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შტამი 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.