ბელგიის სასამართლომ ასადოლა ასადი ტერაქტის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას Detusche Welle ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, დიპლომატს 2018 წელს ემიგრაციაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფის, “ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს” შეკრების აფეთქება სურდა. ასადოლამ ბელგიელ წყვილს ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცა, რომელიც მათ შეკრებაზე უნდა შეეტანათ.
პოლიციამ ასადის სამი თანამზრახველი დააკავა, რომელბიც ბელგიის მოქალაქეები არიან.