გერმანიამ ოთხი დაპირებული IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან უკრაინას მეორე გადასცა. ამის შესახებ გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. დარჩენილი ორი სისტემა 2024 წლის დასაწყისში უნდა გაიგზავნოს, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გამოშვებული.
იმავდროულად, კიევმა გერმანიას მეტი IRIS-T სისტემები სთხოვა. პირველი IRIS-T უკრაინას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა. მან რუსული თავდასხმებისგან კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რეგულარულ დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომელსაც Der Spiegel-ი ციტირებს, IRIS-T სისტემამ „ათასობით სიცოცხლე“ გადაარჩინა დედაქალაქზე რუსეთის დარტყმების დროს.
18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა.