ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა იმ საერთაშორისო ქსელისადმი, რომელიც ირანს დრონების წარმოებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
სანქციები დაწესდა ირანული კომპანიის Pardazan System Namad Arman-ის (PASNA) ხელმძღვანელის, ასევე, PASNA მომმარაგებლების მიმართ, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ირანში, მალაიზიაში, ჰონგ კონგსა და ჩინეთში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა PASNA-ს სანქციები 2018 წლის იანვარში, ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, (Iran Electronics Industries) (IEI) ფინანსური, მატერიალური, ტექნოლოგიური და სხვა სახის მხარდაჭერისთვის დაუწესა.