გერმანია დამატებით, 112 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იოხენ ფლასბარტმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დახმარება იძულებით გადადგილებულთა საცხოვრებლითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფას მოხმარდება.
ფლასბარტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო მკაფიო სურათი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ის ირპინს, ბოროდიანკას ესტუმრა და კიევის მერს შეხვდა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იოხენ ფლასბარტი 18 აპრილს ორდღიანი ვიზიტით კიევში ჩავიდა.