უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება სახელმწიფო დონეზე, რათა გაიზარდოს რუსული დარტყმებისაგან თავდაცვის უნარი.
„უკრაინის ცის დასაცავად უკვე სერიოზული იარაღი გვაქვს მაგრამ ისინი უნდა იყვნენ - და დარწმუნებული ვარ, იქნებიან - კიდევ უფრო მძლავრი", - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს საღამოს ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 აპრილს გამოცხადდა. კერძოდ, მასში შედიოდა HIMARS-ის რაკეტები და საავიაციო საბრძოლო მასალები.