უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 20 აპრილს განაცხადა, რომ „თითქმის 60“ ქვეყანა უკვე ეხმარება უკრაინას ქალაქების, დაბების და სოფლების აღდგენაში.
მისივე ინფორმაცით, 300-ზე მეტმა დასახლებამ რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას 1500-მდე ინდივიდუალურ სხვადასხვა მხარესთან უკვე მოაწერა ხელი.
„ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გავაუმჯობესოთ ურთიერთქმედება ომის შედეგად დაზარალებულ თემებსა და პარტნიორებს შორის; ჩავუყაროთ საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას მომავალში“, - განაცხადა შმიგალმა.
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად მიყენებულმა ზარალმა თითქმის 143,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.