ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს მავნე ქმედებებისთვის პასუხს აგებინებს. ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსი აშშ-ს საშუალებას მისცემს, რუსეთს უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს.

„შევძლებთ, რუსეთს უფრო ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა. უკეთ მომზადებული ვიქნებით იმისთვის, რომ ისეთ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, პანდემია და ბირთვული იარაღის გავრცელება“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ეს მავნე ქმედებები მოიცავს ამერიკულ დემოკრატიაში ჩარევას, ევროპაში ქიმიური იარაღით ხალხის მოწამლვას, კიბერშეტევებსა და ბევრ სხვა რამეს“, - აღნიშნა სალივანმა.