სახალხო დამცველის თქმით, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია.
"თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.