NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
„ღრმად შეძრული ვარ ნანახით. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.