ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა

დონალდ ტრამპმა ამერიკის კინომსახიობთა გილდია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტრამპმა გილდიის დატოვების შესახებ გილდიის პრეზიდენტს, მსახიონ გაბრიელ კარტერის წერილი მისწერა.

„ამ წერილს გწერთ გილდიის ე.წ. დისციპლინარული კომიტეტის მოსმენასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვის წევრობის ჩამორთმევას ეხებოდა. ვის რაში ადარდებს? მეტად აღარ მსურს რაიმე მაკავშირებდეს ამ ორგანიზაციასთან. ამ წერილით გატყობინებთ, რომ დაუყოვნებლივ ვტოვებ გილდიის რიგებს.

მე არ ვიცნობ თქვენს შემოქმედებას, მაგრამ ვამაყობ ჩემი მუშაობით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "მარტო სახლში 2", "ზოოლანდერი" და "უოლ სტრიტი", - წერს ტრამპი

გარდა ფილმებისა, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე სატელევიზიო შოუც დაასახელა.