თუ „დიდი შვიდეული“ გადაწყვეტს, დააწესოს სრული აკრძალვა რუსეთში ექსპორტზე, იაპონიამ შესაძლოა, მეორადი ავტომობილების რუსეთში გადაზიდვა დაბლოკოს, განაცხადა პარასკევს იაპონიის მთავრობის წყარომ Kyodo News-ის ცნობით.
მაისში, იაპონია G-7-ის სამიტს ჰიროსიმაში, დასავლეთ იაპონიაში უმასპინძლებს, სადაც სხვა მთავარ თემებთან ერთად განიხილება უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ზომები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.
G-7-ის ქვეყნებმა უკვე შეაჩერეს რუსეთში პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი, მათ შორის პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ უახლესმა გეგმამ შეიძლება, სავაჭრო ემბარგო გააფართოოს.