უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა 20 აპრილს მომხდარ აფეთქებას ბელგოროდში და აღნიშნა, რომ რუსული არმია აგრძელებს საკუთარი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და ესკალაციის წახალისების მიზნით.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მისი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ესკალაციის წაქეზებისთვის", - წერს დანილოვი.