COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 498 გამოჯანმრთელდა, 18 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9163, PCR ტესტით - 7645.

ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, საქართველოში კორონავირუსის 261,018 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252,246, გარდაიცვალა 3,258 პაციენტი.

მძიმე პაციენტი: 538, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 45, იმერეთში - 134.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 146, მათგან თბილისში - 103, აჭარაში- 6, იმერეთში - 16.

538 ახალი შემთხვევიდან 227 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 25, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 44, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 927 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკრნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 199, ხოლო აჭარაში - 174.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 531 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 014 პირი, აჭარაში - 789, იმერეთში - 1 502