უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა (ე.წ. რამშტეინის ფორმატი) უკვე 55 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პარასკევს, 21 აპრილს, გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
ოსტინის თქმით, დახმარების მოცულობა ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამშტეინის ფორმატის პირველი შეხვედრა ერთი წლის წინ გაიმართა.
„საერთო ჯამში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა 55 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა ოსტინმა.