ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ერთობლივი პროგრამების წარმატებასა და სამომავლო გეგმების განსახილველად შეხვდა.
შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მტკიცე და ინტეგრირებული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული.
„იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის.
იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი და ეფექტიანი იურიდიული დახმარება, შეერთებული შტატების საელჩო მრავალი წელია, მხარს უჭერს სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.