კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა რამშტაინის ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა.
ახალი პაკეტი 40 სნაიპერულ შაშხანას და 16 რადიოსადგურს მოიცავს.
კანადის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ Leopard 2-ის ტიპის რვა საბრძოლო ტანკი, რომლებიც კანადამ უკრაინას გადასცა, უკვე პოლონეთშია.
კანადური Leopard 2-ის ტანკების პირველი პარტია პოლონეთში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, სადაც ისინი უკრაინელი ჯარისკაცების სწავლებისთვის გამოიყენეს.