გერმანულმა კონცერნმა Henkel-მა რუსეთში აქტივები გაყიდა

გერმანულმა კონცერნმა Henkel-მა რუსეთში აქტივების გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

გარიგება დაიდო ინვესტორთა კონსორციუმთან, რომელშიც შედის ივან ტავრინის Kismet Capital, დიმიტრი კრიუკოვის Elbrus Services და ვიქტორ ხარიტონის Augment Investments. „ყველა მყიდველს აქვს დამყარებული და ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებში და არ ექვემდებარებიან ევროკავშირის ან აშშ-ს სანქციებს“, - განაცხადა ჰენკელმა

მედია წერს, რომ გარიგება უკვე დაამტკიცა რუსულმა მარეგულირებლებმა.

ჰენკელი რუსეთში საწმენდ და სარეცხ საშუალებებს აწარმოებს შემდეგი ბრენდების სახით: Laska, Persil, Losk, Pemos, Pemolux, Vernel  ასევე წებოს, მათ შორის Moment, Metilan-ს. კონცერნს ქვეყანაში 11 ქარხანა ჰქონდა: პერმის, ენგელსის, ლენინგრადის, მოსკოვისა და ულიანოვსკის რაიონებში, ასევე სტავროპოლის მხარეში.

ჰენკელმა, ისევე როგორც ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, აქტივების გაყიდვა უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა. კონცერნი რუსეთის ბაზარზე დაახლოებით 30 წელია, მუშაობს. პირველ იანვარს ჰენკელის რუსულმა განყოფილებამ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ახალი კომერციული სახელწოდებით - LAB Industries.