აშშ აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას - ამერიკის საელჩო

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინოვაციები, თანამედროვე მიგნებების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ახალი პროგრამის ამოქმედებისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში წერს.

„დღეს ოფიციალურად დაწყებული პროგრამა სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი ფერმერების პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. შეერთებული შტატები აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას“. - წერს საელჩო Facebook-ზე.