საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი.
„ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, - განაცხადა სილაგაძემ.