უკრაინამ და საფრანგეთმა 22 აპრილს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთი უკრაინის სარკინიგზო სისტემის აღდგენაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გულისხმობს ხიდის მშენებლობას, რკინიგზის ოპერატორისთვის აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ასევე ქალაქებში მსუბუქი სარკინიგზო სისტემებით დახმარებას.
საფრანგეთს ასევე შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას მისი საჰაერო ნავიგაციის აღდგენასა და მხარდაჭერაში. პარიზი ექსპერტების ანალიზით შეუწყობს ხელს ფრანგულ კომპანიებს, რომლებიც უკრაინის აღდგენაზე მუშაობენ.
მემორანდუმის მიხედვით, საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას ზიანის სიდიდის შეფასებასა და სატრანსპორტო ხაზების აღდგენაში.