თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში საზღვაო რაკეტა გამოსცადა

4 თებერვალს, თურქეთმა შავი ზღვის რეგიონში პირველი ადგილობრივი წარმოების საზღვაო რაკეტა Atmaca გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyetdailynews- ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Roketsan-ის მიერ შექმნილ შორი მანძილის სახომალდე სარაკეტო სისტემაზე საცდელი ქმედებები სინოპის პროვინციაში ტარდებოდა. Atmaca მაღალი სიზუსტის, შორი მანძილის ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტაა.

„ჩვენი შიდა პროდუქტი Atmaca მტრებს შეაშინებს,“ - აღნიშნა თურქეთის საზღვაო ძალების სარდალმა ადმირალმა ადნან ოზბალმა სინოპის გუბერნატორთან, ეროლ კარასმეროღლუსთან ერთად საცდელი ხანძრების დაკვირვების შემდეგ.