უკრაინა საუკეთესო გლობალური პრაქტიკისა და ევროპული კანონმდებლობის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემის მშენებლობას იწყებს.
ამის შესახებ კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურში იტყობინება
„უკრაინა სწავლობს ევროკავშირის დირექტივებს NIS 2 (EU 2022/2555) და RCE (EU 2022/2557) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ და თანამშრომლობს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე დაიწყეს მათი განხორციელება“, - ციტირებს პრესსამსახური მინისტრის მოადგილეს.
2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის ჯარებმა 1500-მდე რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვეს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მიმართულებით. მათგან 100-მდე დიდ ენერგეტიკულ ობიექტებს მოხვდა. დარტყმების შედეგად უკრაინამ დაკარგა წარმოების სიმძლავრის 61%. მომავალი ზამთრის გადასატანად საჭიროა, გააქტიურდეს ძალისხმევა არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.