ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იტყობინება.
ზაზა გახელაძეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებიან. 317-ე მუხლი - სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.