NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ცუდ მდგომარეობაში არიან და უკრაინაში წინსვლა აღარ შეუძლიათ.
ვოლკერმა აღნიშნა, რომ უკრაინა „მნიშვნელოვან კონტრშეტევას“ გეგმავს.
„პირველ რიგში, ჩვენ ყველა გადაჭარბებულად ვაფასებდით რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს და ჩვენ არ ვაფასებდით უკრაინის შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ვოლკერმა Express.co.uk-თან საუბრისას.
მისივე თქმით, რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა შეცდომაში შეიყვანეს პუტინი.
„ჩვენც შეცდომაში შევედით. სისტემაში გაცილებით მეტი კორუფცია, არაეფექტიანობა და ლიდერობის პრობლემები იყო“, - აღნიშნა ვოლკერმა.