საგარეო სუდანზე: ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, როდის მოხდება მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და იუწყბა, რომ ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია და ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ცნობილი არ არის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, თუ როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.