გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოწვიოს. მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან - ზვავის ფორმირება.