თურქეთის უდიდესი ხომალდი TCG Anadolu სტამბოლიდან შავი ზღვისკენ მიემართება

თურქეთის უდიდესი სამხედრო ხომალდი TCG Anadolu, შავი ზღვისკენ მიმავალ გზაზე სტამბულის სრუტეში გაჩერდა.

გემი, რომელიც მსოფლიოში პირველი უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდის (UCAV) გადამზიდავია, სარაიბურნუს პორტიდან დაიძრა.

TCG Anadolu პრეზიდენტმა ერდოღანმა გააცილა.

TCG Anadolu-ზე  იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და თურქეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურები. სრუტეში გავლისას მათ თურქეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენები ახლდნენ თან.


მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება.

გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.