ამერიკის საელჩო: ამერიკის საზღვაო ხომალდის დაბრუნება საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას ადასტურებს

"აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას და COVID-19-ის გამოწვევების მიუხედავად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა.