ელჩი დეგნანი: აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული და ვისაც შეუძლია, იდეები თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები“.

„ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა. აშშ-ის პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია, სარგებელი მიიღოს ამ გაცვლითი პროგრამებისგან და თავიანთ სასამართლო დარბაზებში ჩამოიტანონ იდეები. ღიაა ასევე მათთვის, ვისაც შეუძლია წასვლა, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დროსთან და ზოგჯერ 2 კვირაზე მეტხანსაც გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები ირჩევენ ჩვენს პროგრამებს და დიდ ინტერესს ვიჩენთ და მოუთმენლად ველით ქართველი და ამერიკელი მოსამართლეების ამ შესანიშნავი გაცვლით პროგრამების გაგრძელებას“, - აღნიშნა კელი ელჩმა მედიასთან.