ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 3 თებერვალს შეხვდა და კავკასიის რეგიონში კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც ესაუბრა. ეს ტექსტი ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ენ ლინდას თქმით, შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პრიორიტეტი კონფლიქტის მოგვარებაა.
ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარდა შეეხო: ყარაბაღში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე კრიზისებისა და სამხედრო კონფლიქტების განხილვას. ამ რეგიონებში ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობაზე შევთანხმდით", - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე.
მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თავმჯდომარებ რუსეთის დემონსტრაციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნა ვალდებულია, ადამიანთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდა რუსეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რუსეთში მიმდინარე ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის პრობლემები განიხილა.