ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.