აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღო, იუწყება აზერბაიჯანული მედია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში.
„მხარეებმა გაიხსენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში და აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ორმხრივი გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.