საბერძნეთი მასპინძლობს მრავალეროვნულ საჰაერო წვრთნებს, რომელშიც აშშ, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ

საბერძნეთში მრავალეროვნული საჰაერო წვრთნები INIOCHOS 2023 მიმდინარეობს.

საჰაერო წვრთნებში მონაწილეობენ საბერძნეთი, საფრანგეთი, აშშ, იტალია, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, იორდანია, სლოვენია. სწავლებაში ჩართულნი არიან საჰაერო ხომალდები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, დრონები და ვერტმფრენები.

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის განცხადებით, დამკვირვებლები გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მაროკოდან, მონტენეგროდან, ბაჰრეინიდან, სლოვაკეთიდან და ტუნისიდან ასევე მონიტორინგს გაუწევენ წვრთნას.

აქტივობები ტარდება ანდრავიდის საჰაერო ბაზაზე სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში, მაგრამ წვრთნები ათენის საფრენოსნო რეგიონის უფრო ფართო სივრცეში ჩატარდება.