აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს იმუნიზაციის სრული პროცედურა მაინც უნდა ჩაიტარონ და ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„იმ ადამიანებმა, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მაინც უნდა დაიცვან FDA-ის (აშშ-ის მარეგულირებელი) რეგულაციები და ვირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზა უნდა გაიკეთონ", - აღნიშნავს ფაუჩი.
ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ იმუნიზაცია უსაფრთხოა.
„თუ გადაიტანეთ კორონავირუსი, აცრა მაინც საჭიროა, რადგან რეინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია", - აცხადებს ფაუჩი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პირება რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინის ერთი დოზითაც ჰქონდა ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ორივე დოზა გაიკეთა.
კვლევის წინასაწრი შედეგები ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული და დანამდვილებით უცნობია, რამდენად ეფექტურია მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება, იმ ადამიანებისთვის, ვინც Covid-19 უკვე გადაიტანა.