რუსეთში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ვოლგოგრადის რაიონში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებსს.

წინასწარი ინფორმაციით, შვეულმფრენი ვოლგოგრადის მახლობლად მდებარე დასახლებისკენ მიემართებოდა. სხვა დეტალებზე მედია არ წერს.