უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს გასცემს. მისი ინფორმაციით,, ცნობილია მუზეუმის დაღუპული თანამშრომლისა და ათი დაშავებულის შესახებ. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები.
„კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.