უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს

უკრაინამ და ბულგარეთმა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს. მიზანი ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაა. ეს საკითხი განიხილეს ბულგარეთში უკრაინის ელჩის, ოლესია ილაშჩუკისა და ვიცე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის ჰრისტო ალექსიევის შეხვედრაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს მდინარე დუნაის გასწვრივ ახალი მესამე ხიდის მშენებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლისა და ხალხის მზარდი ნაკადის მართვას და დაეხმარება უკრაინას აღდგენის პროცესში.

„ჰრისტო ალექსიევმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის ძალისხმევას, უზრუნველყოს სოლიდარული დერეფნები სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთად იმუშაონ უკრაინასა და ბულგარეთს შორის სატრანსპორტო სერვისების გასაუმჯობესებლად და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს", - აცნობა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინულ მედიას.