ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო დამსახურების მიხედვით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. 

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დამსახურების მიხედვით შეძლოს წარმატების მიღწევა და გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ჩვენ გვინდა, ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა“, - წერს რინკევიჩსი Twitter-ზე.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა.