"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია საქართველოს პროკურატურის განცხადებას.
მელიას ნაცვლად პროკურატურაში მისი ადვოკატი მივა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.