რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება.
„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.