სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. ბაიდენის მნიშვნელოვანი გზავნილები თბილისის დროით, გვიან ღამით უცხოური მედიასაშუალებების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში დაბრუნდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა. Europetime ჯო ბაიდენის მთავარ გზავნილებს გთავაზობთ:
_აშშ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული
_ამერიკა ვერ დაუშვებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან უყუროს. სწორედ ამიტომ მოვედი სახელმწიფო დეპარტამენტში.
_ამერიკამ უნდა გააცნობიეროს ჩინეთის მხრიდან ავტორიტარიზმის მზარდი საფრთხე და დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული. ვიდრე აშშ ჩინეთს ზეთისხილის ტოტს შესთავაზებს, ჩინეთის მიერ ადამინის უფლებებს დარღვევას და გლობალურად დომინირების მცდელობას, შეერთებული შტატები დაუპირისპირდება. ჩინეთის ეკონომიკურ თავდასხმებს უნდა დავძლიოთ.
_პუტინს საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი, რომ ამერიკა აღარ აპირებს რუსეთის აგრესიასთან და საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან შეგუებას. აშშ მოითხოვს ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
_ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთი აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ“.
_საუდის არაბეთსა და იემენს შორის ხუთი წელია, კონფლიქტია. ომმა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა მოიტანა. ბლინკენმა ტინ ლენდერკინგი, იემენის კონფლიქტის სპეციალურ დესპანად დანიშნა. ამავდროულად საუდის არაბეთს საკუთარი სუვენიტეტის დაცვაში დავეხმარებით, ირანის საფრთხეებისგან.
_აშშ გერმანიიდან ჯარს ამ ეტაპზე არ გამოიყვანს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს.
_აშშ უფრო მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს. ტრამპის ადმინისტრაციამ ემიგრანტები პრობლემად წარმოაჩინა. აშშ ფისკალური წლის ბოლომდე 125,000 დევნილს შეიფარებს.
_ამერიკა უნდა იყოს პირველი, ვინც ეგზისტენციულ საფრთხეებს დაუპირისპირდება. პანდემიის პირობებში, აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა.
_აშშ-მ ჯანმოსთან ურიერთობა აღდგინა. ამგვარად გლობალურ მზაობას კიდევ უფრო გავზრდით. კიდევ იქნება პანდემია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად.
_აშშ-სთვის კიბერუსაფრთხოებას განსაკუთრებული ადგილი ექნება. ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში პირველად ეყოლება.